უკრაინაში ორცხობილა “Apetitki Petit Beurre”-ში საშიში ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც დამბლას იწვევს

უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო სამსახურმა სურსათისა და საკვების სწრაფი გაფრთხილების სისტემის მეშვეობით (RASFF) რუმინეთში წარმოებულ ორცხობილა – “Apetitki Petit Beurre”-ში საშიში ნივთიერება აღმოაჩინა, რომელიც მძიმე შედეგებს, მათ შორის დამბლას იწვევს.

უკრაინული უწყების ინფორმაციით, ორცხობილა გაყიდვიდან უკვე ამოიღეს, თუმცა ივანო-ფრანკოვსკში მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

აღნიშნულია, რომ რუმინეთში წარმოებული ორცხობილა პოლონეთიდან არის ექსპორტირებული.

რაც შეეხება აღმოჩენილ ნივთიერებას, ის არის აკრილამიდი – ორგანული ნაერთი, აკრილის მჟავას ამიდი CH2CHCONH2 შემადგენლობით. მას აქვს მაღალი ხსნადობა წყალში, სპირტებში. ავლენს ძლიერ ნეიროტოქსიკურ თვისებებს. აკრილამიდის დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ მოწამვლის ნიშნები ჩნდება მხოლოდ რამდენიმე ლატენტური პერიოდის შემდეგ რამდენიმე დღიდან კვირებამდე პერიოდში.

ასევე, ამ ნივთიერებით მოწამვლა იწვევს ხელებსა და ფეხებში ოფლიანობას, კიდურების დაბუჟებას და დამბლას. თვალებთან შეხებისას აკრილამიდი იწვევს გაღიზიანებას და აზიანებს თვალის რქოვანას.

როგორც ირკვევა, აღნიშნული მწარმოებლის ორცხობილის შესახებ გაფრთხილება გააკეთა პოლონეთის უვნებლობის სამსახურმა ჯერ კიდევ 2022 წლის 21 დეკემბერს, და მწარმოებლის ერთი პარტიის მოხმარება აკრძალა და გაყიდვებიდან ამოიღო. ასევე, მოხდა რუმინეთისთვის ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები