არჩილ თალაკვაძე: თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებაზე

ეს არ არის პირველი განცხადება და ფაქტი, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებაზე, არალეგალურ ფულზე, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ეს არ არის პირველი განცხადება და ფაქტი, როდესაც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებაზე, არალეგალურ ფულზე. რა თქმა უნდა, ეს შეიცავს კანონის დარღვევის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვამბობდით – რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ უკანონო ფულით ფინანსდებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის. აღნიშნულ განცხადებას ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და კეზერაშვილს მიმართა – „დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები