დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობა“ ოლიგარქიას ეძებს სხვაგან და აქვთ შიგნით – არეულობას გეგმავდნენ სხვაგან და მიიღეს საკუთარ პარტიაში

„ნაციონალური მოძრაობა“ ოლიგარქიას ეძებს სხვაგან და აქვთ შიგნით”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესია კომფორტი.

„არეულობას გეგმავდნენ სხვაგან და მიიღეს საკუთარ პარტიაში. ასეთ წვრილმანებზე როცა დავიდნენ, ეს არის იაფფასიანი იდეოლოგიის მაჩვენებელი და მათი მთავარი ხაზი, რომ ისინი დაკავებული არიან არა ქვეყნის ინტერესებით, არამედ საკუთარი კომფორტით და იმ წვრილმანით, რაც მიუღებელი და სამარცხვინოა. საზოგადოება ხედავს, რომ მათ შორის უკვე სადაოა შავი, ჭრელი თუ სერი ფული. უკვე დავიდნენ მანქანებამდე, საჩუქრებამდე, ხელფასამდე და კეზერაშვილის ფინანსებს განიხილავენ მთავარ სამიზნედ, თუ რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, პოლიტიკაში ყოფნას ფულის, გავლენებისა და მანქანების გამო აპირებენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები