დიმიტრი ხუნდაძე: ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოების თვალში სასამართლოსადმი ნდობა გაზრდილია

“ხალხის ძალის” წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოების თვალში სასამართლოსადმი ნდობა არის გაზრდილი და მოსახლეობის ნახევარი სრულ ნდობას აფიქსირებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 10 წელია თითქოსდა მიდის სასამართლოს რეფორმა, მაგრამ ამ რეფორმის ნაწილი არის სწორედ ის, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ჩაიგდონ სასამართლო და თითქოს გვთავაზობენ ჩვენ უკეთესს რეფორმის სახით. თუმცა, პრაქტიკულად, ისინი გვთავაზობენ ჩვენ, რომ გავასხვისოთ სასამართლო და სამართალი გავიტანოთ განსასჯელად ქვეყნის გარეთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია, ეს ვერ იქნება. აქ არის ერთი ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოების თვალში სასამართლოსადმი ნდობა არის გაზრდილი და მოსახლეობის ნახევარი სრულ ნდობას აფიქსირებს. თუმცა იმ ქვეყნებში, საიდანაც უკეთეს რეფორმებს გვთავაზობენ, ნდობა ადგილობრივი სასამართლოს მიერ არის ამის ნახევარი, დაახლოებით, 25%. სისტემის განვითარების ჯანსაღი შემოთავაზებები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია და სწორედ ამ გზით ვცდილობთ ვიაროთ და სწორედ ამის შედეგია, რომ ქვეყანაში, განსხვავებით იმისა, რაც იყო მანამდე, საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ სანდოობა არის 50%. მაგრამ ის, რომ ჩვენ სასამართლო გავასხვისოთ, რასაც გვთავაზობენ ხშირად გარედან, რაც არა მხოლოდ შესამჩნევია, არამედ, თვითონ საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებიც ამას ვერ მალავენ, ჩვენ სასამართლოს ვერ გავხდით ქვეყნის მართვის მექანიზმად და ვერ გავასხვისებთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები