უკრაინის თავდაცვის უწყებაში კორუფციის, სავარაუდო ნიშნებია – მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი.

შაპოვალოვმა თანამდებობა ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დატოვა, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის საკვებს საცალო ფასებზე რამდენჯერმე მაღალ ფასებში ყიდულობს.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია”, მაგრამ შაპოვალოვი მაინც ტოვებს თანამდებობას “რომ არ შეუქმნას საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ უზრუნველყოფას”.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა მისი განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები