იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობაში“ თუ არ იციან, როგორ დაიშალონ, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება, დაშლა უხმაუროდ და კვალიფიციურად, მათ იციან

“ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან, ზუსტად როგორ დაიშალონ, მგონი, კარგი მაგალითის აღება „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება, დაშლა უხმაუროდ და კვალიფიციურად, მათ იციან”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს.

“ვფიქრობ, რომ პარტიაში პოლიტიკური ტემპერატურა ჯერ კიდევ ისე აიწევს, რომ შემდეგ ურთიერთობის ისე გაგრძელება ვითომ არაფერი მომხდარა, სწორი არ იქნება. ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მგონი, ამ პარტიის მოღონიერებისთვის შიდა ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტაა. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ასეთი სახით არჩევნებამდე მივიდეს, მგონი, დაშლა სჯობს და ასპარეზი სხვა ძალებს მისცეს, რაც მიხეილ სააკაშვილისთვისაც კარგი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები