გიორგი ამილახვარი: CNN იქნება, BBC თუ Al Jazeera, იქ სადაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაჟღერდება ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ

“სრული პასუხისმგებლობით, არ არსებობს არცერთი პატარა, იოტისოდენა მტკიცებულება და დოკუმენტიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველო არის ან ტრანზიტი ან გამტარი ან რეექსპორტად გამოყენებული ქვეყანა უკანონო ტვირთებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ გადაუმოწმებელ ინფორმაციას შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

„იქნება ეს CNN, Al Jazeera, BBC თუ “პალიტრა”, იქ სადაც გაჟღერდება ჟურნალისტის ან რესპონდენტის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი, არ არის ფაქტებზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება უკან არ დგას, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ დიდი თუ პატარა მედიასაშუალება და რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ ამას ვუპასუხოთ სიმართლით, ფაქტებით, დოკუმენტებით. მე გაგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რიგი ევროპარლამენტარის მხრიდან, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო არის ერთგვარი ჩიხი, კორიდორი თუ ხვრელი, სადაც ხდება სანქციების გვერდის ავლით ტვირთის შეტანა რუსეთში და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პრინციპული და მკაცრიც. ვითხოვდით ფაქტებს და მტკიცებულებებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები