კობახიძე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე დელეგაციასა და პრეზიდენტის ოფისს შორის
გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე დელეგაციასა და პრეზიდენტის ოფისს შორის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
კობახიძის თქმით, გაიმართა მეგობრული შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ სისტემაზე ისაუბრეს.
“გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე დელეგაციასა და პრეზიდენტის ოფისს შორის. გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა და ასევე, გავაცანით პრეზიდენტს საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები გავაცანით იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში. გვქონდა საუბარი ზოგადად რა მდგომარეობაა პოლიტიკურ სისტემაში, როგორია დღეს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პოზიციონირება, როგორია მათი პოლიტიკური მდგომარეობა,” – განაცხადა კობახიძემ.