არჩილ თალაკვაძე: დავაინიცირეთ სამი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს კიდევ უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთებას რეზოლუციაში, რაც საქართველოს ოკუპაციის საკითხს წარმოაჩენს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ევროპის უსაფრთხოებისთვის

“მოვამზადეთ და დავაინიცირეთ სამი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს კიდევ უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთებას რეზოლუციაში, რაც პრინციპში საქართველოს ოკუპაციის საკითხს, რომელიც წინ უძღოდა უკრაინაში შეჭრას, წარმოაჩენს როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ევროპის უსაფრთხოებისთვის და ევროპაში წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნებათ.

„ეს ჩანაწერი არის ის, რაზეც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს და ჩვენი სურვილია, რომ რეზოლუციაშიც იყოს ასე ძლიერად ასახული. გვაქვს მოლოდინი, რომ მაღალი მხარდაჭერით შევა ეს ცვლილებები რეზოლუციაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები