უკრაინამ რუსეთის სასულიერო პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 ლიდერსა და ერთ მღვდელმსახურს სანქციებს დაუწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებულთა შორისაა რუსეთის პატრიარქის კირილის ძმისშვილი – მიხაილ გუნდიაევი.

„სანქციები დაწესდა 22 ადამიანის მიმართ – რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორის და გენოციდის პოლიტიკას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები