არჩილ თალაკვაძე: ქალბატონი ბურიჩის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც ევროპის საბჭოში საქართველოსთან მიმართებაში არსებობს
შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა, დეოკუპაციის საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მარია ბურიჩის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც ევროპის საბჭოში საქართველოსთან მიმართებაში არსებობს.
„ამ შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა, ასევე, დეოკუპაციის საკითხები და რასაკვირველია, განხილული იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქალბატონი ბურიჩის მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის მკაფიო მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ევროპის საბჭოში არსებობს.
საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო მუშაობა რეიკიავიკის სამიტის დღის წესრიგზე და მიმდინარეობს მსჯელობა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც უნდა შევიდეს სამიტის დღის წესრიგში. სამიტი ძირითადად იქნება ფოკუსირებული ერთობაზე იმ საერთაშორისო გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც დღეს დგას ევროპის წინაშე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია ბურიჩს შეხვდა.