ანრი ოხანაშვილი: ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბითაა გაჯერებული
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
„მოვისმინე, რომ ამ ხალხმა ეროვნული მუხტი უნდა გააღვივოს. ეროვნულ მუხტს ქვეყნის ინტერესების დამცველები აღვივებენ და ისინი, ვინც ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მდგომნი არიან. ეროვნულ მუხტს ვერაფრით გააღვივებენ პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებებიც სიყალბით არის გაჯერებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები – „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.