მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში

“ხალხის ძალის” წევრის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიონ.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღმოაჩნდა მათი დავალებების შემსრულებელი.

“სამწუხარო არის, რომ „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. სწორედ რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღმოაჩნდა მათი დავალებების შემსრულებელი.
მათ არ აქვთ საკუთარი აზრი, პირდაპირ ასრულებენ ამ ინსტრუქციებს და სწორედ ეს თემა გავაშიშვლეთ ჩვენ და ამაზე გაქვს საუბარი“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები