დავით მათიკაშვილი – სააკაშვილზე: როდესაც პაციენტი არ ემორჩილება ექიმის დანიშნულებას, არის თვითდაზიანების კლასიკური მაგალითი

“იმ მოცემულობაში, როდესაც პაციენტი, რა მნიშვნელობა აქვს ის მსჯავრდებულია თუ არა, არ ემორჩილება ექიმის დანიშნულებას, არ იღებს საკვებს იმ დოზითა და კალორიულობით, რომელიც სჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებას, არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს, ეურჩება და ეწინააღმდეგება მედიკოსებს და ა.შ. ეს არის თვითდაზიანების კლასიკური მაგალითი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იმ ერთიანი გეგმის ნაწილი, პატიმარ სააკაშვილის დახსნა როგორ მოხდეს ციხიდან.

„ამ ყველაფრის ფონზე შემდგომ უკვე მანიპულირება პატიმარ სააკაშვილის მხრიდან, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაღაც ემუქრება მისთვის და ამ სპეკულაციით დაკავებული ადამიანებისთვის უფრო მარტივია. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ის პროცესი, რაც ხდება, რაზეც ისაუბრეს „ვივამედის“ წარმომადგენლებმა და ეს არის იმ ერთიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი, პატიმარ სააკაშვილის დახსნა როგორ მოხდეს ციხიდან, სადაც ის სამართლიან და სამართლებრივ მტკიცებულებებზე დამყარებული განაჩენით იხდის შესაბამის სასჯელს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები