რატი იონათამიშვილი: ქართულ მართლმსაჯულებაში არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის

მმართველი გუნდის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართულ მართლმსაჯულებაში არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი კონკრეტული გადაწყვეტილებებით და სტატისტიკით ჩანს.

„ქართულ მართლმსაჯულებაში არასოდეს ყოფილა დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის. ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით და სტატისტიკით ჩანს.

სასამართლოს ინტერესი რომ ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას და ოპოზიციის შემადგენელ ნაწილს სამოქალაქო სექტორიდან, ეს არახალია და ხშირ შემთხვევაში როდესაც სასამართლოს წინააღმდეგ სიტყვა „კლანს“ ხმარობენ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს კლანი არის ერთი მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც კონკრეტული პარტიის გაგრძელება არიან და მეორე მხრივ, ზუსტად აი ამ რადიკალურ ოპოზიციაში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები