ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროა, როდესაც მნიშვნელოვანი მედიასაშუალებები არასწორი ინფორმაციით ხელმძღვანელობენ

“ძალიან ცუდია და სამწუხაროა, როდესაც მნიშვნელოვანი მედიასაშუალებების ეთერში ხვდება არასწორი ინფორმაცია და ისინი ამ ინფორმაციით ხელმძღვანელობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა სი-ენ-ენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ვხვდებით, თუ რამხელა მასშტაბის დაპირისპირებაა. ძალიან კონკრეტული პასუხი იქნა გაცემული და თან კონკრეტული არგუმენტებით, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ზრდა სხვა ეკონომიკურ აქტივობებთან შედარებით არის გაცილებით დაბალი. ჩვენ გაგვეზარდა ექსპორტის მაჩვენებლები ბევრ ქვეყანასთან და რუსეთთან გაზრდილი ექსპორტი არის საშუალოზე დაბალი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: “ორიოდე დღის წინ, სი-ენ-ენის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაუსვა კითხვა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ყალბ ინფორმაციას ეფუძნებოდა. კერძოდ, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ვრცელდება ცნობები სხვადასხვა ქვეყნის და განსაკუთრებით, საქართველოს გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის თაობაზე და იკითხა, გადაჭრიდა თუ არა ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი ამ პრობლემას”. კობახიძის თქმითვე, “სი-ენ-ენის” ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები