მედია: უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მზადდება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ საკადრო ცვლილებები მოხდება.

როგორც ​”უკრაინსკა პრავდას” უკრაინის საპრეზიდენტო გუნდში და უმაღლეს რადაში წყაროებმა უამბეს, თანამდებობიდან გათავისუფლების პირველი კანდიდატია – საწვავის და ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა სპორტის მინისტრის, ვადიმ გუტცაიტის მუშაობა, ასევე სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის, პაველ რიაბიკინის.

უკრაინის პრეზიდენტის გუნდში დიდი ხანია მსჯელობდნენ, საჭიროა თუ არა ეს სამინისტროები, ამიტომ, შესაძლოა ისინი ან გააუქმონ, ან გააერთიანონ.

მედიის ინფორმაციით, უმაღლესი რადას დეპუტატებს, თითქოს უნდოდათ განათლების მინისტრისა და ვეტერანთა საკითხთა მინისტრის შეცვლაც, თუმცა ამჟამად, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა არ მიდის.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი, ვასილი ლოზინსკი დააკავეს. მას ბრალად ედება ბიუჯეტის ფულის მითვისება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის 400 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისას დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები