გურამ მაჭარაშვილი: უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციების არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას

“უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას – ევროპული სახელმწიფოების მხრიდან რუსეთში შედის ასეულობით მილიონის პროდუქტი. 2022 წელს, იმპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაიზარდა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სულ მცირე, უსამართლო და უხერხულია, როცა საუბარი მიდის საქართველოსთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, „სიენენზე“ მანამდე 11-წუთიანი სიუჟეტი იყო და ახლაც კითხვა დაისვა ისე, რომ საქართველო ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაადანაშაულეს სანქციებისგან თავის არიდებაში. ეს ხდება მაშინ, როცა თავად თეთრი სახლის განცხადებით, საქართველოს ფინანსური ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანა. როცა ჩვენ უარგუმენტოდ გვაბრალებენ სანქციების თავის არიდებით რუსეთში პროდუქტების შეტანას, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან რუსეთში შედის ასეულობით მილიონის პროდუქტი. 2022 წელს, იმპორტი გაიზარდა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ანუ, ომის პერიოდშიც კი მოხდა ექსპორტ-იმპორტის გაზრდა. ზოგ ქვეყანაში 100 პროცენტით არის გაზრდილი, ზოგში – 30-ით. სულ მცირე, უსამართლო და უხერხულია, როცა საუბარი მიდის საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმ დიდ გეგმას, რაც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს გლობალური ომის პარტიის მიერ. სამწუხაროდ, „სიენენიც“ და მისი ზოგიერთი ჟურნალისტიც მოჰყვა იმ როლის შესრულებაში, რასაც ჰქვია გლობალური შეტევა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები