მოსკოვში ამტკიცებენ, რომ კიევი იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ასაწყობებს
უკრაინელი სამხედროები დასავლეთის მიერ კიევისთვის გადაცემულ იარაღს ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე ასაწყობებენ, – განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა.
“ეს ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ყველაზე ძვირადღირებულ და დეფიციტურ რაკეტებს, კერძოდ, HIMARS MLRS-ისთვის და უცხოური საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ასევე დიდი კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალებს“, – თქვა მან.
ნარიშკინის თქმით, კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ბირთვული კატასტროფის შიშით, ატომურ ელექტროსადგურებს არ დაარტყამენ.
”თუ საწყობების ფართომასშტაბიანი აფეთქება და ატომური ელექტროსადგურის განადგურება მოხდება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგი “გზააბნეული” რაკეტის გამო, ტრაგედია მოსკოვს მიეწერება. ვიმედოვნებ, რომ კიევში არავის მოუვა თავში ასეთი საწყობები სპეციალურ ააფეთქონ, იმ იმედით, რომ შეერთებულ შტატებსა და მათ მოკავშირეებს კიდევ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოსტყუონ“, – თქვა ნარიშკინმა.
მისი თქმით, ამ მეთოდს ხშირად საერთაშორისო ტერორისტები იყენებენ.
ამავე დროს, ნარიშკინის მტკიცებით, კიევის რეჟიმის მძევლები არიან არა ცალკეული მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ „საკუთარი ქვეყნისა და მეზობელი სახელმწიფოების ათობით და თუნდაც, ასობით ათასი მცხოვრები“.