გიორგი გამსახურდია: სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი

მაგათგან [მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან] შედარებით მელია ყინწვისის ანგელოზია, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, რაც მელის შემთხვევაშიც ვიხილეთ – იგივე ივნისის მოვლენები, არჩევნების შემდგომი პერიოდი, მაგრამ სალაპარაკოდ შეიძლება უფრო კომფორტული იყოს. მაგრამ თვითონ ეს პოლიტიკური ძალა ამ მანერებშია გამოწრთობილი და სხვანაირად არ ძალუძს მათ, ნებისმიერი მენეჯმენტის შემთხვევაში“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები