ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ამ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ შეუძლია

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ შეუძლია.

“ასეთი დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ მათ შიდა საარჩევნო კამპანიის დროს, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ამ პარტიას არანაირი პოზიტიური როლის შესრულება ქართულ პოლიტიკაში არ ძალუძს. ამიტომ, ვინც არ უნდა გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე, შინაარსობრივად ამ პარტიის საქმიანობა ზუსტად იგივე იქნება, რაც წინასაარჩევნო შიდა კამპანიის დროს აქვთ – დესტრუქცია, დესტრუქცია და კიდევ ერთხელ დესტრუქცია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები