მიხეილ სარჯველაძე: საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში იყოს მშვიდობა და ამისთვის მზადაა, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს

“საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში სტაბილურად მშვიდობა დამკვიდრდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხში ქართული მხარის როლზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს.

„არავისთვის არ შეიძლება იყოს სასარგებლო ამ რეგიონში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საომარი მოქმედებები. შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია, რომ ამიერკავკასიაში მშვიდობა იყოს და ამისთვის მზად არის, რომ კონკრეტული მოვალეობები იკისროს, კონკრეტული ფუნქცია შეასრულოს საიმისოდ, რომ ჩვენი მცდელობები იყოს შედეგიანი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები