გიორგი ვოლსკი: საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დალაგების საქმეში, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობისაა
მმართველი გუნდის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლის შესრულება განაგრძოს.
“საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დალაგების საქმეში, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობის არის, მით უმეტეს, თუ მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რასაკვირველია საუკეთესო პლატფორმაა ამ ორი მხარის საუბარი სწორედაც თბილისში, ან საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. ასევე, უნდა გადარჩეს რეგიონი შემდგომი სამხედრო ესკალაციისგან”, – განაცხადა ვოლსკიმ.