გიორგი ვოლსკი: ის იდეები, რომელიც უკავშირდება ენერგორესურსებით დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება

„არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, როგორი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს, რომ არ მიესალმებოდეს იმას, რაც დავოსში ხდებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პერიოდში”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იდეები, რომელიც უკავშირდება ენერგორესურსებით დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება.

“საქართველო საინვესტიციო გარემოს კონკრეტულ პროექტებს წარმოადგენს და ის იდეები, რომელიც უკავშირდება ენერგორესურსებით, დასავლური ბაზრების უზრუნველყოფას, რეალიზებული იქნება და ეს კარგად გვიჩვენა იმ ფორმატმა, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი ალიევი ერთად მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები