დავით მათიკაშვილი: დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა

“დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღიაა კარი ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის სამხრეთ კავკასიაში, ვისაც მოლაპარაკების მაგიდად თბილისის გამოყენება სურს.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როდესაც საკითხი სამხრეთ კავკასიას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის როლი როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. ასე რომ ღიაა კარი ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის სამხრეთ კავკასიაში, ვისაც მოლაპარაკების მაგიდად თბილისის გამოყენება სურს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები