ლევან დავითაშვილი: დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის პანელი ძალიან საინტერესო იყო, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება ჰქონდა
„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლიდერებმა თქვენს, რომ საქართველოს მეგობრული ურთიერთობა ერთ-ერთი წინაპირობაა რის გამოც შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ შუა დერეფანი (უკვე ცენტრალურ დერეფანს ვეძახით) გახდება ეფექტური, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მიმზიდველი”, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მიმზიდველობა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს აქტიური მონაწილეობით შუა დერეფანი იქნება ცენტრალური ფუნქციის მქონე აზიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით.
პრემიერის პანელი იყო ძალიან საინტერესო. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება ჰქონდა. იყო ზუსტი და სწორი გზავნილები, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდა. გზავნილები, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის ინვესტორებს, ნამდვილად გაისმა ამ დავოსიდან.
კონკრეტული ეკონომიკური წარმატებები, ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, პრემიერიც ამას გულისხმობდა. ვფიქრობ, ლიდერების მხრიდან შუა დერეფნის მიმართ გარკვეული გარანტიები გაჩნდა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.