გიორგი მუმლაძე – მამულაშვილის ინიციატივაზე: თუ დეპუტატები პარლამენტს დატოვებენ, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა

თუ დეპუტატები პარლამენტს დატოვებენ, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა, – ასე ეხმაურება „ნაცმოძრაობის“თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე ნონა მამულაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ ხალხს ჰკითხონ, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტი.

მუმლაძის თქმით, ის დეპუტატების პარლამენტიდან გამოსვლის და ოფისში ჯდომის აზრს ვერ ხედავს.

„თუ დეპუტატები პარლამენტს დატოვებენ, მაშინ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ბრძოლა. პარლამენტიდან გამოხვიდე და Facebook-ზე აკაკუნო ან ოფისში დაჯდე, ამაში აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები