გიორგი ბოტკოველი – მამულაშვილის ინიციატივაზე: დღეს რომ თითოეულმა იმ ადამიანმა პარლამენტი დატოვოს, ეს რამეს ცვლის?

დღეს რომ თითოეულმა იმ ადამიანმა პარლამენტი დატოვოს, ეს რამეს ცვლის? – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აღნიშნული პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ ხალხს ჰკითხონ, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტი.

„დღეს რომ თითოეულმა იმ ადამიანმა პარლამენტი დატოვოს, ეს რამეს ცვლის? არავინ არის გამოკიდებული და ჩაჭიდებული იმ სკამებს, რომელიც არის პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ყველა ფრონტზე ყველა მხარდაჭერა მივიღოთ, იქნება ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თუ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც გამოხატული იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გააზრებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ამის დროც დადგება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები