გიორგი ვაშაძე: მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძმას…

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე მედიაში მის ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “მინდა გამოვეხმაურო ჩემი ძმის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მის შეურაცყოფას, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ძმაა.
მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ძმას, ჩემი ოჯახის წევრებს, ყველა ჩვენს საერთო მეგობარსა და ნაცნობს, რომლებსაც უწევთ ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო თმენა ამგვარი უხამსობების.
პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება, ეს არის მისი პროფესიის ნაწილი და მე ეს ცხადად მაქვს გააზრებული. თუმც, პოლიტიკური კულტურა გულისხმობს გარკვეული ზღვრების დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ გაიზარდა და ამის გააზრება უჭირს.
ამასთან, მადლობა მინდა გადავუხადო იმ უამრავ ნაცნობს თუ უცნობს, რომლებმაც ამ მომენტში ღირსეული პოზიცია დაიკავა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, როგორც საჯაროდ, ასე პირად კომუნიკაციაში.
დანარჩენს ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება და განსჯა გვიჩვენებს.
და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი უხამსობა ნამდვილად ვერ შეაჩერებს ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!”- წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები