სარჯველაძე – გონჩარენკოს განცხადებაზე: პროვოკაციული შინაარსის მატარებელია

მე მგონია, რომ ეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის მატარებელია, ასეთი სიმბოლური დატვირთვის მქონე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის, სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს პოზიციონირების საჭიროების მოთხოვნა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის რადას წევრის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას.

გონჩარენკომ თქვა, რომ უკრაინა „მადლობელია ქართველი ხალხის მხარდაჭერის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას“.

სარჯველაძის თქმით, მათთვის ცნობილია და გასაგებია პოზიცია, რატომ ვერ მისცემს საქართველო თავს უფლებას, დღეს საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.

„ჩვენ ვამბობდით და ვხსნიდით, რომ უკრაინისთვის ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით სამხედრო მხარდაჭერას არავითარი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს. ეს აიხსნა არაერთხელ და ცალსახად გაეცა პასუხი, რომ საქართველოს არავითარი საშუალება არ აქვს და არავითარი პოზიცია არ აქვს, რომ სამხედრო მიმართულებით ჩაერთოს უკრაინის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები