“ამ ერის დამარცხება შეუძლებელია, არავინ მიითვისა და არც დამალა” – დნიპროში კორპუსის ნანგრევებში ფულით სავსე ჩანთა იპოვეს და პოლიციაში მიიტანეს
დნიპროში, იმ საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, რომელიც 14 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, დიდი ოდენობით ფულით სავსე ჩანთა იპოვეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალაქის მერმა, ბორის ფილატოვა დაწერა.
„რაც შეეხება საოცრებას. ტრაგედიის ადგილზე, სახლის ნანგრევებში, ნაპოვნია დიდი ოდენობით თანხა. არავის დაუმალავს ის, არც მიითვისა. ფული პოლიციის დეპარტამენტშია. თანხის, ვალუტის, შეფუთვის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა ცხადია, ჩემთვის ყველა დეტალი ცნობილია. ყველას, ვისაც ეს ინფორმაცია შეეხება, შეუძლია მიმართოს პოლიციას, თუ შეძლებთ თანხის/ვალუტის/შეფუთვის დადასტურებას, თანხა დაგიბრუნდებათ“, – დაწერა ფილატოვმა და დასძინა, რომ “ამ ერის დამარცხება შეუძლებელია”.