“საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობაც უნდა აღდგეს” – გავრილოვი

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მოსკოვმა თბილისთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღადგინოს, – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა.

News. ru-სთან საუბარში მან განმარტა, რომ საქართველოში საელჩოსა და საკონსულოს არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და დადებითად აისახება რუსეთის უნარზე, დაეხმაროს ამ ქვეყანაში მყოფ თავის მოქალაქეებს.

ამასთან, გავრილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გამოიწვევს ვაჭრობის ზრდას და ტურიზმის განვითარებას.

“უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები