„საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან“ – თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე

საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიაში არსებული დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისისა, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება.

„უკვე ამდენი თვეა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, ასევე საზოგადოება უფრო ფართოდ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და ვხედავთ ერთ რამეს, რომ ეს დაპირისპირება თითქოს უსასრულოა. ის კი დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ეს დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ ალბათ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისის, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება. გასაკვირი ეს ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, ასე ვთქვათ, თავიანთ ხურჯინში და ასევე იმ მოქმედებებით თუ უმოქმედობებით, რომლებსაც ისინი ატარებდნენ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციური ძალა. ისინი ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერად ებრძოდნენ, ვინაიდან მათ არასდროს ჰქონიათ რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა და პრაქტიკულად, საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები