დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.