„ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ“ – ზელენსკი

President Volodymyr Zelenskyy of Ukraine talks from a video screen to participants at the World Economic Forum in Davos, Switzerland on Wednesday, Jan. 18, 2023. The annual meeting of the World Economic Forum is taking place in Davos from Jan. 16 until Jan. 20, 2023. (AP Photo/Markus Schreiber)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ზამთარმა ომში პროგრესი შეანელა.

მისი თქმით, უკრაინას ომი არ დაუწყია, თუმცა უკრაინა ის ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე ომი უნდა დაასრულოს.

„ომი კარგად არ გამოიყურება, ის კარგი თავიდანვე არ იყო და ზამთარში ის შენელდა. ყველა დაიღალა – ბუნება, ადამიანები და მადლობა ღმერთს, მტერიც. ჩვენ მტკიცედ , ძლიერად ვდგავართ. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ცოცხლების და მათი ვინც გმირულად დავკარგეთ. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით, ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიარაღებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის წარმატებას მიმდინარე ომში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები