დავით დარახველიძე დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელობას აკრიტიკებს

დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე ფოთში მიმდინარე დევნილთა აქციებს გამოეხმაურა. ყოფილი მინისტრი სამინისტროს არსებულ შემადგენლობას მოუწოდებს ადგილზე გაეცნონ აქციის მონაწილეთა პრობლემებს. განცხადება დავით დარახველიძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.
“ვწუხვარ ფოთში მიმდინარე დევნილთა აქციის გამო, რომელიც უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს! ვუთანაგრძნობ მათ, ხოლო დევნილთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას მინდა ვუთხრა: ყველა დევნილმა კარგად იცის,რომ 280 ბინაში 2800 ოჯახი ვერ განთავსდება და 2800 ბინა კიდევ 2 თვეში რომ ვერ აშენდება, მაგრამ მათ პროტესტს და აღშფოთებას იწვევს სამართლიანობის პრინციპის დარღვევა, თუნდაც ერთ შემთხვევაში 280 დან, უყურადღებობა და ართანაგრძნობა, ასევე გაურკვევლობა მომავლის პერსპექტივაში. არსებული უკმაყოფილება და პროტესტი სამინისტროს სპეციალისტების და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დონეზე ვერ მოგვარდება, არ ენდობიან და იმიტომ!!! კეთილი უნდა ინებონ უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თუ მინისტრმა ვერ მოიცალა, მოადგილემ მაინც, ინდივიდუალურად აუხსნან და განუმარტონ ყველა საკითხი და მისცენ კუთვნილებისამებრ გარანტიები! ჩემი მინისტრობის დროს რომ ჰქონოდა ასეთ პროტესტს ადგილი, მე მას პირადად გადავწყვეტდი!!!”, – წერს ფეისბუქზე დარახველიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები