უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსში ამჟამად 11 000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება

ბელარუსში ამჟამად 11 000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება და მათი როტაცია მიმდინარეობს, უკრაინის საზღვრის საიხლოვეს – ოკუპანტების რაოდენობის ზრდა არ შეინიშნება. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა, სერგეი დეინეკომ განაცხადა.

„დღეისთვის ჩვენ არ ვაფიქსირებთ ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს რუსული ბელარუსული ჯარების დაჯგუფებების ზრდას. დღეისთვის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ძალების რაოდენობა დაახლოებით 11 ათას სამხედროს შეადგენს. ამასთან, ეს ციფრი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ახლა მიმდინარეობს რუსეთის ქვედანაყოფების როტაცია“, – განაცხადა დეინეკომ.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები და მესაზღვრეები განაგრძობენ ბელარუსთან საზღვრის გაძლიერებას და ამ სამუშაოს ერთი წუთითაც არ წყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები