„ზუსტად ის არის, რაც უკრაინას სჭირდება“ – ზელენსკიმ ბრიტანეთს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება.
„ტანკები, ჯავშანტექნიკა და არტილერია არის ზუსტად ის, რაც უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება. გმადლობთ, ბრიტანელებო, ამ ტირანიის წინააღმდეგ საერთო გამარჯვებაში ძლიერი წვლილისთვის“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას Challenger 2-ის ტანკებსა და ასობით სხვა ჯავშანმანქანას მიაწვდის.
Tanks, APCs and artillery are exactly what Ukraine needs to restore its territorial integrity. Thank you @RishiSunak, thank you @BWallaceMP, thank you British people for this powerful contribution to our common victory over tyranny.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 16, 2023