გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ პუტინმა უკრაინაში ომით გერმანული მრეწველობა ვერ გაანადგურა
უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო გერმანული მრეწველობის განადგურება, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
„ეს იყო პუტინის გეგმა, გამოეწვია გერმანული მრეწველობის ჩამოშლა, მაგრამ მისი გეგმა ჩაიშალა“, – აღნიშნა ჰაბეკმა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისი 2024 წლისთვის დაძლეული იქნება და დასძინა, რომ გაზის იმპორტის ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობის წყალობით, გაზის საცავები სავსე იქნება 2023 წლისთვის და 2024 წლის ზამთარში.