მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები გააცნო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ პაველ ჰერჩინსკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ევროკავშირის ელჩთან კომიტეტის გეგმებზე ვისაუბრეთ. ასევე ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ. ვისაუბრეთ იმ რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვისარგებლე შემთხვევით და მადლობა გადავუხადე იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან აქვს პარლამენტს და, საერთოდ, ჩვენს სახელმწიფოს”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები