ლაშა ხუციშვილი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტს, სერჰათ კოქსალს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტს, სერჰათ კოქსალს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი მეჰმეტ ტასი და გენერალური მრჩეველი მიხალის სპანოპოულისი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი კომიტეტის უფროსი მრჩეველი არჩილ იმნაიშვილი.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის საკითხები რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები