რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: რაც უფრო ნაკლებად იქნება ასეთი ოდიოზური დაჯგუფება წარმოდგენილი პოლიტიკაში, მით უფრო ჯანსაღი პროცესი იქნება

“კლანების უბინძურესი ბრძოლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, პირადი კეთილდღეობა მოიპოვონ და კლანურ ფინანსურ წყაროებზე გავლენა ჰქონდეთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიმინალური ბრძოლები დღეს და გუშინ არ დაწყებულა.

„რადიკალურ ოპოზიციაში რომ ამ ყველაფერს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთი ბინძური მოვლენები და დაპირისპირებები. „ნაციონალური მოძრაობის“ ზნე არ იცვლება, ეს არის გაკოტრებული პარტია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბინძური, კრიმინალური ბრძოლები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს მაშინ იყო, როცა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყვნენ. უკვე აშკარაა ის ყველა მანკიერი მხარე, რომელიც წლების მანძილზე ბუდობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“. რაც უფრო ნაკლებად იქნება ასეთი ოდიოზური დაჯგუფება წარმოდგენილი პოლიტიკაში, მით უფრო ჯანსაღი პროცესი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები