გივი მიქანაძე: ბენ ჰოჯესის განცხადებაში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი

“ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, მიმართულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადების შეფასებისა აღნიშნა.

მისივე თქმით, განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი იკითხება.

„ბენ ჰოჯესის მიერ გაკეთებული განცხადება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების ნარატივი. რეალურად ვხვდებით, რომ ამ ადამიანის მიზნები აბსოლუტურად სხვა არის და საკუთარი განცხადებებით ცდილობს მცირე წვლილი შეიტანოს იმ საერთო დამაზიანებელ კამპანიაში, რომელიც რამდენიმე თვეა საქართველოს წინააღმდეგ არის აგორებული იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ბენ ჰოჯესმა განაცხადა: “მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები