კანადა ამერიკის შეერთებული შტატებისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს და უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი სოციალურ ქსელში წერს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, კანადა ყიდულობს მოწინავე ეროვნულ საჰაერო თავდაცვის სისტემას (NASAMS) შეერთებული შტატებისგან, რათა იგი უკრაინას გაუგზავნოს“, – წერს კანადელი მაღალჩინოსანი Twitter-ზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც კანადა უკრაინის არმიას გადასცემს. მან NASAMS-ის თავდაცვის სისტემაზე არჩევანი მაღალი ეფექტურობის მაჩვენებლებით ახსნა.