„სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უკრაინელი მებრძოლები აღნიშნული ქალაქისა და საკუთარი თავების დაცვას მამაცურად აგრძელებენ.

„სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ყურადღებას არ აქცევს მათი პერსონალის დიდ დანაკარგს და აქტიურ შტურმს აგრძელებს. ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით.

ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას.

მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია ასეთი სასოწარკვეთილი ბრძოლა დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები