„რუსული აქტივების გაყინვისთვის მადლობა გადავუხადე“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკიმ ვარადკარს რუსული აქტივების გაყინვისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველი სატელეფონო საუბარი მქონდა ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, ლეო ვარადკართან. მადლობა გადავუხადე რუსული აქტივების გაყინვისთვის, განვიხილეთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა და ომის შემდგომი აღდგენა. გარდა ამისა მოვიწვიე, რომ შეუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას“, – წერს ვოლიდიმირ ზელენსკი Twitter-ზე.
Had the first phone call with Prime Minister of Ireland @LeoVaradkar. Thanked for freezing Russian assets, discussed support for Ukraine's energy system and post-war recovery. Invited to join the implementation of the #PeaceFormula.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 10, 2023