„ხარკოვი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა და გაუთავებელი ტანჯვის სიმბოლოა“ – ანალენა ბერბოკი

Federal Foreign Minister Annalena Baerbock (Alliance 90, the Greens) and Ukraine's Foreign Minister, Dmytro Kuleba, visit a destroyed boiler system in Kharkiv. Kharkiv, 01/10/2023. Photo by: Xander Heinl/picture-alliance/dpa/AP Images

მთელ უკრაინაში, ხარკოვიდან ხერსონამდე და კიევამდე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ვიზიტისას განაცხადა.

ბერბოკი უკრაინას ახალ დახმარებასაც დაჰპირდა, რომელიც იარაღთან ერთად, უკრაინისთვის ელექტროენერგიის გენერატორების, საწვავისა და საბნების მიწოდებას გულისხმობს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხარკოვს უკრაინელების წარმოუდგენელი გამძლეობისა და გამბედაობის სიმბოლო უწოდა.

„ეს ქალაქი უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა და გაუთავებელი ტანჯვის სიმბოლოა, რომელსაც ხალხი, განსაკუთრებით აქ, ქვეყნის აღმოსავლეთში, ყოველდღე უპირისპირდება“, – აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ მხედველობიდან არ დაკარგოს უკრაინის ადგილი ევროპულ ოჯახში. უკრაინელები ყოველდღე იბრძვიან დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებისთვის, რადგან ისინი ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობენ.

„როგორც მთავრობას, ჩვენ გვსურს მივმართოთ უკრაინას, რათა გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და კორუფციასთან ბრძოლა, ასევე, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები