CNN: უკრაინაში რუსეთის საარტილერიო დაბომბვა მკვეთრად შემცირდა
აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის საარტილერიო დაბომბვა მკვეთრად შემცირდა და ფრონტის ზოგიერთ მიმართულებაზე 75%-იანი კლება შეინიშნება.
CNN-ის ცნობით, რუსეთი შესაძლოა ასე საარტილერიო სროლებს მცირე მარაგების გამო იქცევა, ან ეს შეიძლება იყოს ტაქტიკის უფრო ფართო გადაფასების ნაწილი უკრაინის წარმატებული შეტევების ფონზე.
„ნებისმიერ შემთხვევაში, საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი კლება კიდევ ერთი მტკიცებულებაა რუსეთის მზარდი სუსტი პოზიციის შესახებ ბრძოლის ველზე მისი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ“, – აცხადებენ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები CNN-თან საუბარში.
გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომისთვის შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას ცდილობს.