“აშშ-მა ავღანეთიდან ჯარი, უკრაინაზე კონცენტრირებისთვის გაიყვანა” – პატრუშევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარი, უკრაინაზე კონცენტრირებისთვის გაიყვანა.
ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტი”-სთან ინტერვიუში თქვა.
„ამ ქვეყნიდან ამერიკელების უეცარი გასვლა, როგორც აღმოჩნდა, დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ ისინი კონცენტრირდნენ უკრაინაზე, სადაც, მათი შეფასებით, კიევის მარიონეტული რეჟიმის მომზადება შეტევითი ანტირუსული მოქმედებებისთვის წარმატებით მიმდინარეობდა. სხვათა შორის, ეს დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმაც, რომელმაც თქვა, რომ ამერიკელ სამხედროებს ავღანეთი რომ არ დაეტოვებინათ, ვაშინგტონი უკრაინისთვის ამხელა თანხის გამოყოფას ვერ შეძლებდა“, – თქვა პატრუშევმა.
მისი თქმით, პენტაგონმა ავღანეთიდან “ტექნიკა ევროპაში გადაისროლა, ძირითადად პოლონეთში, რითაც ევროპელებს კიევის რეჟიმის მილიტარიზაციის შესაძლებლობა მისცა”.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ავღანეთში აშშ-ის ყოფნა ტერორიზმთან ბრძოლაში არ გადაზრდილა, არამედ მრავალმილიონიანი კორუფციული სქემების შექმნით და ნარკოტიკების წარმოების მრავალჯერადი ზრდით.