თელავში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერეკლე მეორის გამზირზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და “ბატონის წყალთან” ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მძღოლს მანქანა მოუცურდა და სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.